ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ

“რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ”, – ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, განცხადებას სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”, – განაცხადა ბასილაშვილმა.

სასამართლო პროცესს დაესწრება დაზარალებული ნელი დოროყაშვილიც. დღეს პირველი სხდომა იქნება, რომელსაც სხდომათა დარბაზში როგორც ბრალდებული, ასევე, დაზარალებული დოროყაშვილი დაესწრებიან.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები