შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორმა, ჰასან მოჰთაშამიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის გაფორმების მიზანს წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კერძოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, “112”-ის აპლიკაციის გამოყენებით იგეგმება სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის ზომებისა და არსებული სერვისების შესახებ, ასევე, შესაბამისი კამპანიის განხორციელება. აღნიშნული ინიციატივის რეალიზება მოხდება გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. შეხვედრაზე გიორგი არსოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.

შეხვედრის დასასრულს, “112”-ის დირექტორმა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები