ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“ ამსტერდამში სტუმრად „აიაქსს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

კვარაცხელიამ 63-ე წუთზე ჯაკომო რასპადორისთან კომბინაცია გაითამაშა და მარჯვენა კუთხეში ბურთი ზუსტად გადაგზავნა.

მანამდე 21 წლის ფეხბურთელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ეს პირველი ქართული გოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები