ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ პეტროვ ვალკანოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობას და მრავალმხრივ თანამშრომლობას.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. განიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ბულგარეთის ელჩთან. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, განვიხილეთ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესი. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, თუმცა კიდევ უფრო მეტი სივრცეა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის და მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები