ალექსანდრე დარახველიძე: დაგეგმილია შს სამინისტროსთვის 3 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ვერტმფრენის შეძენა

მომდევნო წლის ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 3 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ვერტმფრენის შეძენა, – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია 30-მდე ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენა.

„ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს ვერტმფრენები, რომლებიც ასრულებენ ნაკისრ მოვალეობას, თუმცა, დამატებით კიდევ შეძენილ იქნება 3 ახალი ვერტმფრენი.

გარდა ამისა, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში იგეგმება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენა – 30 ერთეულის. ბოლო პერიოდის ხანძრებმა აჩვენა, რომ საჭიროა თანამედროვე ტექნიკა, რომელიც მორგებულია ჩვენს პირობებს და, გარდა ამისა, ეფექტურად ასრულებს დაკისრებულ ამოცანებს. სწორედ ამიტომ, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სწორედ სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები