გივი მიქანაძე: თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონ-პროექტი არ დაინიცირდა, ეს ოპოზიციის მეცადინეობით იქნება

“თუ ეს კანონ-პროექტი არ დაინიცირდა და არ შედგა, ეს ოპოზიციის მეცადინეობით იქნება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს კანონ-პროექტი კანონად ვაქციოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კანონის მიღების საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაა.

“ჩვენი მიზანია, რომ 12-ვე პუნქტი იყოს შესრულებული, მათ ამოძრავებთ კონკრეტული მიზანი, რომ კანონ-პროექტში სრულიად უსაფუძვლოდ ჩაიწეროს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი და სწორედ მასზე იყოს მორგებული ეს კანონ-პროექტი, რაც შეუძლებელი და აბსოლუტურად მიუღებელია. სხვა პრეცედენტი, გარდა უკრაინისა არ მოიძიება. ჩვენ ვთარგმნეთ ეს კანონ-პროექტი და შევთავაზეთ, რომ მიგვეღო ჩვენც და ის კრიტერიუმები, რაც არის გათვალისწინებული, ვნახოთ ვის შეეხება. როდესაც ოპოზიციის ნაწილმა, განსაკუთრებით რადიკალურმა ფრთამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით გააანალიზა, რომ ეს კანონ-პროექტი მათ წარმომადგენლებზე, „ლელოს“ წარმომადგენლებზე ავტომატურად ვრცელდება, ამიტომ წავიდნენ ამ კანონ-პროექტის წინააღმდეგ. თუ ეს კანონ-პროექტი არ დაინიცირდა და არ შედგა, ეს ოპოზიციის მეცადინეობით იქნება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს კანონ-პროექტი კანონად ვაქციოთ. ჩამოწერილი კრიტერიუმების მიხედვით ვნახოთ, ვის შეეხება ის. როდესაც რადიკალური ოპოზიცია ხედავს თავისთვის რისკებს და მათი მიზანია, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილზე მიიტანონ იერიში სრულიად უსაფუძვლოდ და არგუმენტაციის გარეშე ხვდებიან, რომ მათთვის ეს პროცესი არის დამაზიანებელი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები