აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვართან არასრულწლოვნები დააკავეს, რომლებიც აზერბაიჯანში გადასვლას ცდილობდნენ

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 3 ოქტომბერს, ღამის 03:30 საათზე სოფელ სადიქლისთან 8 არასრულწლოვნები დააკავეს, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასვლას გეგმავდნენ.

ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ, გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია აზერბაიჯანის რვა მოქალაქე, მათგან შვიდი არასრულწლოვანია.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები აზერბაიჯანისკენ ქუჩაში მოწყალების თხოვნის მიზნით მიემართებოდნენ.

მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები