“ქართული ჯარი” კლიპი, რომელმაც ინტერნეტსივრცე აალაპარაკა და ალასანიას უწყების განმარტება (ვიდეო)

   სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კლიპს, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს ეძღვნება და არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, თავდაცვის სამინისტროში ეხმაურებიან. “ფრიად გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ვიღაცეებს ჰგონიათ იმ უგვანო კლიპთან (რომელსაც შეგნებულად არ ვაზიარებ) თავდაცვის სამინისტრო რამენაირ კავშირშია. დაახლოებით ერთი თვის წინ ამ გოგონას პროდიუსერმა დამირეკა ტექსტით – ძალიან მაგარი სიმღერა ჩაწერა პერსექტიულმა მომღერალმა ამან და ამან ( ) და იქნებ კლიპი გადაგვაღებინოთ ჯარშიო. მე ვუთხარი სიმღერა გადმომიგზავნეთ და გადავწყვეტთ-თქო. ჩემი რეაქცია ქუთაისის “მეტრომარტის” თანამშრომლებმა ნახეს. (იქ ვიყავი იმ დროს).
პროდიუსერს ფსევდონიმით “ბრეგოვიჩი” აღარ შევუწუხებივარ. თუმცა თავიდანვე მითხრა – კარგი იქნება თუ დაგვეხმარებით, თუ არადა ჯარის კადრების მეტი რა არის იუთუბზეო
დანარჩენს უკვე მთელი საქართველო ვიშვიშით აზიარებს და ტირაჟირებას უკეთებს ამ საოცრებას.
მშვენიერი უფასო რეკლამა გაიკეთა ამ გოგომ
P.S. არ მეგონა ამ სისულელეზე ამხელა განმარტება თუ დამჭირდებოდა
P.P.S. კიდევ ერთი – თავდაცვის სამინისტროს არ აქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს იუთუბიდან კადრის გამოყენება. სხვა მისამართზე იჩივლეთ თუ შეიძლება” – წერს სოციალურ ქსელში ეკა შანიძე.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RcsIHsJMq9g” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები