გერმანიის საელჩო: დღეს ქართული ღვინის დღეა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 494.000 ლიტრი ქართული ღვინო გავიდა გერმანიაში ექსპორტზე – მოხარულები ვართ ამ მზარდი ტენდენციის გამო

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 494.000 ლიტრი ქართული ღვინო გავიდა გერმანიაში ექსპორტზე.

როგორც საელჩოს მიერ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გერმანიაში ღვინის ექსპორტი 27 პროცენტით გაიზარდა.

“დღეს ქართული ღვინის დღეა! იცოდეთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 494.000 ლიტრი ქართული ღვინო გავიდა გერმანიაში ექსპორტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით გერმანიაში ღვინის ექსპორტი 27 პროცენტით გაიზარდა.

მოხარულები ვართ ამ მზარდი ტენდენციის გამო!”, – წერია საელჩოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები