კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს  გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის  კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით და  Caucasus Auto Import –ის დახმარებით, გლდანის 8 მ/რ, #23-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ათეულობით ძირი ხე-მცენარე დაირგო.

„ქალაქის უბნების გამწვანება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მეტი მწვანე სივრცისა და რეკრეაციული ზონების არსებობა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს, Caucasus Auto Import –ის დახმარებით გლდანის რაიონში მდებარე  სკვერს  ახალი სიცოცხლე შევძინეთ. მსგავსი აქტივობები მომავალშიც განხორციელდება  .“- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ

აღსანიშნავია, რომ  გამწვანების აქციაში მაჟორიტართან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა და  Caucasus Auto Import –ის თანამშრომლები ჩაერთნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები