სცენარის განვითარების სემინარის ფარგლებში უაილი სთეითმენის მასტერკლასი გაიმართება

კომპანია „კინო იბერიკა“ მართავს სცენარის განვითარების სემინარს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სემინარის ფარგლებში მასტერკლასებს ჩაატარებენ მსოფლიო კინოინდუსტიის გამოჩენილი წარმომადგენლები.
3 ოქტომბერს, 19:00 საათზე, TBC Concept-ის სივრცეში (მარჯანიშვილის №7) სემინარის პირველი სტუმარი იქნება ლეგენდარული ამერიკელი ხმის დიზაინერი, „ოსკარის” 9 გზის ნომინანტი და „ემის” გამარჯვებული უაილი სთეითმენი. იგი თბილისში კომპანია POSTRED-ის მოწვევით იმყოფება.
უაილ სთეითმენს სხვადასხვა დროს უმუშავია ქვენტინ ტარანტინოსთან, ოლივერ სტოუნთან, ჯონ ხიუზთან, რობ მარშალსა და ვოლფგანგ პეტერსენთან.
უაილი სთეითმენთან შეხვედრის მოდერატორები იქნებიან: კინორეჟისორი ლევან კოღუაშვილი და ხმის დიზაინერი ბესო კაჭარავა.
დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, თავად გაესაუბროს უაილი სთეითმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები