ბექა ოდიშარია თბილისისა და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ერთობლივი პროექტის მონაწილეებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სახლის სტუდია „პიონერფილმის” და ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის კინომოყვარულთა სტუდიის „კინოქალაქი სინემა ხარაგაულში” მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, სტუმრებმა პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს და საპარლამენტო საქმიანობას გაეცნენ.

„კინოქალაქი სინემა” თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სახლისა და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ერთობლივი პროექტია. მისი მიზანია უზრუნველყოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების თანამშრომლობა და საინტერესო გამოცდილებების გაზიარება. პროექტი მოიცავს ექსკურსიებს და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს მონაწილეებისთვის. „დღეს საქართველოს პარლამენტში ვუმასპინძლეთ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სახლის სტუდია „პიონერფილმისა” და ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის კინომოყვარულთა სტუდიების პროექტის „კინოქალაქი სინემა ხარაგაულში” მონაწილეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს. ასევე გვესტუმრნენ სტუდია „პიონერფილმის” ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი ჰამლეტ ბერაძე.
აღნიშნული სტუდია, პიონერთა სასახლესთან ერთად, მრავალ ათეულ წელს ითვლის, რომლის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებული ადამიანები არიან როგორც ტელე – კინო ინდუსტრიაში, ასევე, პოლიტიკასა და დიპლომატიაში. ახალგაზრდებს აქვთ ძალიან დატვირთული დღის წესრიგი. მათ უკვე მოინახულეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. პროექტის ფარგლებში ისინი ესტუმრებიან ეროვნულ სამხატვრო გალერეას და დაესწრებიან ოპერას „ქეთო და კოტე” თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები