ლეა დანილსონ იარგი: საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში, ის იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის ნაწილი
ესტონეთის იუსტიციის მინისტრის, ლეა დანილსონ-იარგის განცხადებით, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში და ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი.
„საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში. ის ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს ასეც მოხდება, რადგან პროგრესი მართლაც გასაოცარია”, – განაცხადა
ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა დუბლინში, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაფართოებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
ირლანდიაში რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.