ადგილობრივების თქმით, ავლაბარში ხანძარი სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია

ავლაბარში სპარტაკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი თქმით, ერთ-ერთ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირს სიგარეტი იატაკზე დაუვარდა, შედეგად, ხანძარი გაჩნდა. მან მეზობლებს ცეცხლის გაჩენის შესახებ თავად შეატყობინა. ხანძარი გვერდით მდებარე ბინებზეც გავრცელდა. სულ დაიწვა 7 საცხოვრებელი ფართი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბინები საცხოვრებლად უვარგისია.
ხანძარი სპარტაკის ქუჩაზე წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ათამდე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები