კულტურის სამინისტრომ, მუნიციპალური და კერძო სამოყვარულო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

29 სექტემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პირველად გამოაცხადა კონკურსი – „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“.
კონკურსის ვადებსა და პირობებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
„სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილია 70 000 ლარი. კონკურსის მიზანია საქართველოში მოქმედი სამოყვარულო თეატრალური დასების პოპულარიზაციის, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და ქვეყნის თეატრალური ცხოვრების განვითარებაში მათი როლისა და მნიშვნელობის გაზრდა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება, წარმოადგინონ მუნიციპალიტეტის მმართველობის ფარგლებში მოქმედი კულტურის სახლის ან კერძო სამოყვარულო თეატრალური დასი. საკონკურსოდ მიიღება პროექტები, რომლებიც, შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების მიზნით, გულისხმობს სამოყვარულო თეატრალური დასების ხელშეწყობას ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა (შემოქმედებითი და მატერიალურ-ტექნიკური) ხარჯით.
კონკურსში უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც გამოირჩევა სტაბილური და ნაყოფიერი საქმიანობით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრიდან 2022 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათამდე ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული ვერსია სამინისტროს ოფიციალურ ელფოსტაზე – info@culture.gov.ge.
კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს „ცხელი“ ხაზით, ტელ.: 032 2 022229 ან 599 143 248 სამუშაო საათებში (ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
დებულება – https://cutt.ly/wVH52TQ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები