როგორ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს ოპტიმო?

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის მართვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. როგორც წესი მენეჯერები ცდილობენ მართვის ისეთი ტიპი დანერგონ, რომ მაქსიმალურად იყვნენ ბიზნესის ყოველდღიურობაში ჩართულები, მიიღონ დაზუსტებული ინფორმაცია და დასახონ გზები განვითარებისთვის.

ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს არის მაღაზიის პროგრამა, რომელიც ეხმარება მენეჯერს მარტივად აკონტროლოს გაყიდვები, აღრიცხოს მარაგები და თვალი ადევნო შემოსავლებს.

მარაგების აღრიცხვა და კონტროლი ოპტიმოს ძლიერი მხარეა, მისი დახმარებით მუდმივად გეცოდინებათ იმ პროდუქტების საჭიროების შესახებ, რომელიც იწურება და სწორად დაგეგმავთ შესყიდვებს.

გარდა ამისა, ოპტიმოს მეშვეობით, მუდმივად იქნებით საქმის კურსში თუ რომელ საათებში იყო კარგი გაყიდვები, რამდენი იყო მოგება, შემოსავალი და ამ ინფორმაციას მაშინაც კი მიიღებთ, თუ ფიზიკურად თქვენი ბიზნესისგან შორს იქნებით, როგორ? ოპტიმო cloud- based პროგრამაა და სწორედ ამიტომ იძლევა დისტანციურად მართვის საშუალებას.

ოპტიმოს აქვს ორი სამუშაო სივრცე, ერთი – მენეჯერებისთვის, მეორე – მოლარეებისთვის. მისი გამოყენებისთვის რაიმე სპეციალური სწავლება არ არის საჭირო, რადგან მარტივი ინტერფეისი აქვს და ადვილად აღსაქმელია.

მენეჯერს ერთი სივრციდან შეუძლია მართოს ობიექტის რამდენიმე ფილიალი, მათი გაყიდვები და შესყიდვები, მარაგები, საქმის კურსში იყოს მომწოდებელთან ანგარიშსწორების, იურიდიულ პირზე გაყიდვების და წარმოების შესახებ. ოპტიმოს დახმარებით მას ექნება წვდომა რეპორტებზე, სტატისტიკაზე, რაც საშუალებას მისცემს განავითაროს ბიზნესი.

რაც შეეხება მოლარის სივრცეს, მარტივად ასათვისებელია და საგრძნობლად აჩქარებს პროცესებს, მისი საშუალებით მოლარეს შეუძლია მარაგების პროგრამულად გადამოწმება, რიგების კონტროლი, მომწოდებლებისგან შეკვეთების დადასტურება, რიგების კონტროლი და.ა.შ.

ოპტიმოს დაყენების შემდეგ, გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გაუწევს დახმარებას როგორც მოლარეს, ისე მენეჯერს.

ოპტიმოს მოწყობილობის გამოყენებისთვის არ იხდით თანხას ერთიანად და ზოგავთ მეტს ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის. ოპტიმოს სალაროს მოწყობილობით სარგებლობა თვეში მხოლოდ 90 ლარად შეგიძლიათ. 2 წლიანი სარგებლობის შემთხვევაში, მოწყობილობა თქვენს საკუთრებაში გადმოვა. თუმცა, უნდა იცოდეთ ისიც, რომ  მაღაზიის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია საკუთარი ლეპტოპითაც.

მოწყობილობა არ საჭიროებს კლავიატურას, რაც უფრო კომფორტულს ხდის გამოყენებას, ამასთანავე არის კომპაქტური და არ იკავებს დიდ ადგილს, მისი გადაადგილება მარტივადაა შესაძლებელი.

თუ გსურს ისარგებლო ოპტიმოთი, ეწვიე optimo.ge – ს, მოითხოვე დემო, შეავსე განაცხადი და დააყენე პროგრამა თვეში სულ რაღა 40 ლარად, მანამდე კი 14 დღის განმავლობაში ისარგებლე სრულიად უფასოდ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები