სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა
სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა.
ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხარდაჭერა ექნება იმ სამ კანდიდატს, რომელიც ომბუდსმენის ვაკანსიაზე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი რეკომენდაციით წარადგინა. თუმცა ამ სამ კანდიდატს მმართველი პარტია პოლიტიკურად მიკერძოებულად მიიჩნევს და უნდობლობას უცხადებს.
ცნობისთვის, არასამთავრობოები ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებზე შეჯერდნენ.