“დანაღმვის შესახებ ინფორმაცია შემოსულია ინტერნეტ-რესურსიდან, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინაში მდებარეობს” – ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ ევაკუაციაზე
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში(КГБ) აცხადებენ, რომ ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დანაღმვის შესახებ შეტყობინება განხორციელდა ინტერნეტ-რესურსიდან, რომელიც ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ, უკრაინაში მდებარეობს.
მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ არის.
“ასევე, იგეგმება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის, სკოლამდელების შემოწმება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც აღნიშნულია, “ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ დანაღმვის შესახებ ცნობა ერთი ინტერნეტ რესურსიდან განხორციელდა, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გარეთ, სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს და იდენტურია იმ გზავნილებისა, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვლადიკავკაზში ფიქსირდებოდა”, –
“მოვუწოდებთ რესპუბლიკის მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან პირადი უსაფრთხოების აუცილებელი ზომები”, – ხაზგასმულია განცხადებაში.
ცხინვალში ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ევაკუაცია, დაახლოებით, ერთი საათის წინ გამოცხადდა, დანაღმვის შესახებ შესული შეტყობინების საფუძველზე.
ადგილობრივმა ძალოვანებმა ასევე გადაწყვიტეს, ევაკუაცია ქალაქის სკოლებშიც განხორციელებულიყო.