ლოჯისტიკური კომპანია – DRIVE GROUP – როგორ მოიპოვო „საიმედოს“ სტატუსი?

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს შვიდი უმუშევარი, მოტივირებული ბათუმელი მეგობარი შეიკრიბა და გადაწყვიტა – „თავისი საქმე“ წამოეწყო: საქმე, რომელიც სხვებისთვისაც საჭირო იქნებოდა და მათ ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებდა.

 

დასხდნენ და იფიქრეს, თუ რომელ სფეროში არსებობდა შედარებით „ჩავარდნა“ და მათ რის შეთავაზება შეეძლოთ. არჩევანი სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებზე შეაჩერეს. შეიძლება ითქვას, რომ თავიდან მუხლებზე დადებული „ნოუთბუქები“ იყო მათი „სამუშაო ოფისი“. დროთა განმავლობაში მონაცემთა ბაზა საჭირო კონტაქტებით შეავსეს და თვეების მერე ოფისიც იქირავეს. საბოლოოდ, მუხტი, (drive ) რომელიც მათ ამოქმედებდა – ოფიციალურ ლოჯისტიკურ კომპანია DRIVE GROUP-ად გადაიქცა. დროთა განმავლობაში შვიდეულის მიმართ ნდობა გაიზარდა და დღეს შეკვეთის მსურველები, ანუ პოტენციური კომპანიონები უკვე თავად უკავშირდებიან.

კომპანიამ მოკრძალებული პრეზენტაცია გამართა და თავის ერთგულ თუ პოტენციურ პარტნიორებს კიდევ ერთხელ ამცნო ბაზარზე  შემოსვლა.

ქეთი ფუტკარაძე: „ლოჯისტიკური კომპანია DRIVE GROUP სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებს როგორც იმპორტის, ასევე, ექსპორტის მხრივ, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ახორციელებს. ამ ეტაპზე, გვყავს როგორც საკუთარი, ასევე, ნაქირავები ავტომანქანები, რომლითაც უსაფრთხო და საიმედო გადაზიდვებს ვახორციელებთ. მართალია, ბაზარზე არ ვართ დიდი ხნის შემოსულები, მაგრამ იმის გამო, რომ საქმეს პროფესიონალურად ვუდგებით და  ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ – ავტომანქანის დატვირთვიდან დაცლამდე, ნდობის მოპოვება მალე შევძელით. მათ წინაშე, ვისთანაც ოფიციალურად ვაფორმებთ კონტრაქტს, ვიღებთ იმის ვალდებულებას, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მივაწოდებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს მათი ავტომანქანა და როდის უწევს საზღვრის გადაკვეთა. ასევე, დისტანციურად ვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რაც შეიძლება, გზის დასასრულამდე შეექმნათ. გამოდის, რომ ვირტუალურად, ანუ ონლაინ, მათთან ერთად ჩვენც გავდივართ იმ გზას”.

იმის გამო, რომ პროცესში თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები,  მუშაობა ხშირად ნონ-სტოპ რეჟიმში, ანუ  24/7 -ზე უწევთ. კომპანიის შვიდივე თანამშრომელმა ერთხმად აღიარა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კლიენტებთან, პარტნიორებთან ურთიერთობას, რამაც მათ უკვე დაუმკვიდრა საიმედო კომპანიის სტატუსი.

მოკლედ, ლოჯისტიკური კომპანია DRIVE GROUP (საიდენტიფიკაციო კოდი: 448415983; ოფისის მისამართი: ბათუმი, კობალაძის N6; საკონტაქტო მობ: 598 73 07 73; ელ-ფოსტა: Drivegroup2019@gmail.com ) მსურველებს მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს – ავტომანქანის დატვირთვიდან საბოლოო ლოკაციაზე მისვლამდე. რაც მთავარია, ჯგუფის წევრები მთელი ამ პერიოდის მანძილზე პარტნიორებთან ნორმალურ, ადამიანურ ურთიერთობას ამყარებენ, რაც ვაღიაროთ, იმდენად იშვიათი გახდა, რომ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის ლამის პრიორიტეტად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები