ანრი ოხანაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფს
„რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად მიუღებელი. ეს ნაბიჯი არღვევს ყოველგვარ საერთაშორისო პრინციპს და უგულებელყოფს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას.
მისივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტული უწყებები მუშაობას გააგრძელებენ.
„ამასთან დაკავშირებით საჭირო იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს გაცხადდა კიდეც. მივცეთ საშუალება კონკრეტულ უწყებებს, გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.