მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 29-30 სექტემბერს საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ქართველი პარლამენტარები შეხვედრებს გამართავენ საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა და ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებსა და კომიტეტების წევრებთან, საბერძნეთისა და საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაციის წევრები ასევე, შეხვდებიან ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) პრეზიდენტს, ქართველ სტიპენდიანტებსა და უცხოელ სტუდენტებს და ასევე, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი – ირაკლი ჩიქოვანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი – ჰერმან საბო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები