ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს პირველი ლაბორატორია ექნება, სადაც, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიახლე მიმოქცევაში არსებულ ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ლაბორატორია საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი ადგილზე მოხდეს და წამლის ნიმუშის, საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროება აღარ იქნება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

მინისტრთან ერთად, სარემონტო სამუშაოები მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები