“ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება უნდა ჩაითვალოს უკანონოდ, მან ლეგიტიმაცია 2020 წელს დაკარგა” – სვეტლანა ტიხანოვსკაია
ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტი” მის პოლიტიკურ გაკოტრებასა და კრემლზე სრულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ დაწერა.
“აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი მის პოლიტიკურ გაკოტრებასა და კრემლზე სრულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. არალეგიტიმური რეჟიმის ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი ქმნის საშიშ პრეცედენტს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის უკანონო რეფერენდუმის წინააღმდეგ და ძირს უთხრის ბელორუსის ეროვნულ ინტერესებს.
რეჟიმის ნებისმიერი შემდგომი ქმედება აფხაზეთის, ისევე – როგორც სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით, უნდა ჩაითვალოს უკანონოდ და იურიდიულად უსარგებლოდ.
ლუკაშენკოს პირადი პოზიცია, 2020 წელს ლეგიტიმაციის დაკარგვის შემდეგ, არ ასახავს ბელარუსი ხალხის ნებას. ბელარუსის მინისტრთა გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას აცხადებს”, – დაწერა ტიხანოვსკაიამ.