„ხედვის წერტილები ჩაკეტილ სივრცეში“ – კოტე ჯინჭარაძის გამოფენა გაიხსნება

 29 სექტემბერს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იხსნება კოტე ჯინჭარაძის რესტროსპექტიული გამოფენა – „ხედვის წერტილები ჩაკეტილ წრეებში“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა მხატვრის შემოქმედებითი ძიებებისა და კვლევების 35-წლიანი პერიოდის (1987 – 2022) შეჯამებაა.
ხელოვანი გვთავაზობს ერთგვარ ექსკურსია-მოგზაურობას სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ქალაქის გალერეებსა თუ საგამოფენო დარბაზებში, სხვადასხვა შენობასა თუ ურბანულ სივრცეში, ბუნების სხვადასხვა ლადშაფტში განხორციელებულ პროექტებსა თუ ცალკეულ ნამუშევრებს.
მულტიმედიური გამოფენა ეროვნული გალერეის ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მედიუმში, სხვადასხვა ვიზუალური საშუალებებით შესრულებულ ნამუშევრებს, მხატვრის რეაქციას თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციალურ განცდებზე, შეგრძნებებზე, მის რეფლექსიას დღევანდელ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე.
დამთვალიერებელს გამოფენის ხილვა 13 ოტომბრამდე შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები