„მსოფლიოს გარშემო – საქართველო“ – ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება

29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ბრაზილიაში, ონლაინპლატფორმაზე – Belas Artes À LA CARTE  გაიმართება ქართული კინოს რეტროსპექტივა სახელწოდებით: „მსოფლიოს გარშემო – საქართველო“.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, რეტროსპექტივის ფოკუსშია გამორჩეული ქართველი რეჟისორის – ელდარ შენგელაიას შემოქმედება. ბრაზილიელი მაყურებელი იხილავს მის ორ ფილმს: „შერეკილებს“ და „თეთრ ქარავანს“. ასევე, მაყურებელი გაეცნობა საინტერესო ამბებს კინორეჟისორის შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან.
ელდარ შენგელაიას ფილმებთან ერთად, რეტროსპექტივის პროგრამაშია:
„პირველი მერცხალი“- რეჟისორი ნანა მჭედლიძე;
„გაიღიმეთ“ – რეჟისორი რუსუდან ჭყონია;
„უარყოფითი რიცხვები“ – რეჟისორი უტა ბერია;
„შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„სიმინდის კუნძული“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.
ქართული ფილმების ონლაინპლატფორმაზე განთავსებამდე 2 დღით ადრე, რეტროსპექტივას გახსნის რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“. ფილმის ჩვენება  ქალაქ სან-პაულუში, კინოთეატრ Belas Artes-ში გაიმართება.
იხ. ბმული:
https://www.belasartesalacarte.com.br/?fbclid=IwAR1l7DFpVPxl1uOlhIK2Hy-4rw-shaodcPGruDbuvdblic11CcincoWFaYc

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები