ოთარ შამუგია: მეც იძულებით დავტოვე აფხაზეთი და საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა ის სიმძიმე, რაც ომს და შეიარაღებულ კონფლიქტებს ახლავს თან

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია. ამ ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. მათ შორის ვარ მეც; მეც იძულებით დავტოვე აფხაზეთი და საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა ის სიმძიმე, რაც ომს და შეიარაღებულ კონფლიქტებს ახლავს თან, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

„სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ კიდევ რამდენიმე ომი გამოვიარეთ, დავკარგეთ მებრძოლი ახალგაზრდები და მშვიდობიანი მოსახლეობა. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. მათი გმირული თავდადების ისტორია იციან მომავალმა თაობებმა და ის არასოდეს მიეცემა დავიწყებას. დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი ნაწილია. სწორი პოლიტიკით ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აუცილებლად მივალთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები