თალიდომიდის ტრაგედია – წამალი, რომელმაც ბავშვების სხეულები და ცხოვრება დაანგრია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში მედიკამენტებს საგულდაგულოდ ამოწმებენ, მედიაში დროთა განმავლობაში ჩნდება ახალი ამბები სხვადასხვა პრობლემისა და უკუჩვენების შესახებ. მეოცე საუკუნის შუა ხანებში მედიკამენტებს გაცილებით მარტივად ეპყრობოდნენ, რაც ხშირად ტრაგედიებს იწვევდა. მათგან ყველაზე მასშტაბური თალიდომიდის ტრაგედია გახდა, რომლის შედეგიც მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანმა იწვნია.

თალიდომიდი სამკურნალო პრეპარატია, რომელსაც ორსულებს უნიშნავდნენ, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას გასული საუკუნის 50-60-იან წლებში. შედეგად 1956-1962 წლებში მსოფლიოში 12 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა კიდურების დეფექტით ან სულაც, მათ გარეშე.

ეს საშინელი ისტორია „თალიდომიდის ტრაგედიის“ სახელით არის ცნობილი. მისი წყალობით, ლიცენზირებული წამლების მიმართ დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. სამწუხაროდ, ამან უკვე ათასობით ბავშვს, რომელიც კიდურების დეფექტით დაბადა, არ უშველა. აღნიშნული პრეპარატი გერმანულმა კომპანიამ,  „გრიუნენტალმა“ 1954 წელს წარადგინა. ის შემუშავებული იყო, როგორც იაფფასიანი საშუალება კრუნჩხვების წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ მას დამატებითი ეფექტი აღმოაჩნდა. თალიდომიდმა აჩვენა დამამშვიდებელი და დამაძინელები მოქმედება ადამიანზე.

ვინაიდან თალიდომიდმა არ აჩვენა უკუჩვენებები, ჯერ მისი ლიცენზირება მოხდა, შემდეგ კი, გაყიდვაც დაიწყო. ამ პრეპარატს მხოლოდ 1 წელი დასჭირდა, რათა მთელი მსოფლიო მოეცვა. უკვე 1955 წელს ის მსოფლიოს 45 ქვეყანაში იყიდებოდა, 37 სხვადასხვა დასახელებით. თალიდომიდს უნიშნავდნენ სხვადასხვა ჯგუფის პაციენტებს, მაგრამ უფრო ხშირად ესენი იყვნენ ორსული ქალები, რომელთაც ცუდად ეძინათ, ტოქსიკოზის ან შფოთვის გამო. ეს წამალი ლიდერი გახდა გაყიდვებით ჯერ გერმანიაში და შემდეგ უკვე მთელ ევროპაში. მას გაყიდვების რაოდენობით მხოლოდ ასპირინი თუ სჯობნიდა. მომავალი დედები კმაყოფილები იყვნენ, რადგან წამლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ისინი ღრმა ძილში ვარდებოდნენ. წამლის ზემოქმედების პირველი უკუჩვენება დაფიქსირდა კომპანია „გრიუნენტალის“ თანამშრომლის ოჯახში – მის მეუღლეს შვილი ეყოლა, რომელსაც ყურის ნიჟარები არ ჰქონდა.

უკვე მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვის დედა იღებდა თალიდომიდს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ლიცენზირებული. წამალს მისი მეუღლე სამსახურიდან იპარავდა. ბავშვები ფიზიკური დეფექტით მთელი მსოფლიოს მასშტაბით იბადებოდნენ და უბრალო გერმანელი ოჯახის პრობლემა არავისთვის გამხდარა სიახლე. პირველად წამლის მწარმოებლებმა განგაში 1961 წელს ატეხეს, როდესაც ასეთი ბავშვი იმდენად ბევრი გახდა, რომ ამას უბრალოდ შემთხვევითი აფეთქება ვერ უწოდეს.

მეცნიერებმა დაიწყეს მიზეზის ძებნა, თუ რატომ ჩნდებოდნენ ბავშვები ფიზიკური ნაკლით და რატომ გაიზარდა ჩვილების სიკვდილიანობა. თითქმის ყველა შემთხვევა გააერთიანა ერთმა წამალმა – დედები ორსულობის დროს თალიდომიდს იღებდნენ.

50-60-იანი წლები ყველას ბირთვული იარაღის განვითარების ეპოქად დაამახსოვრდა. დაავადებული ბავშვების დაბადება  მასობრივი განადგურების იარაღის ცდებით იხსნებოდა, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტარდებოდა. ნამდვილი მიზეზი მხოლოდ 1961 წელს გერმანელმა პედიატრმა, ვიდუკინდ ლენცმა დაადგინა. მან დამამშვიდებელი გავლენა გამოიკვლია ნაყოფზე და მიღებული შედეგები მაშინვე გაუგზავნა „გრიუნენტალს“.

როგორც აღმოჩნდა, ქალების 40%-ს, რომლებიც აღნიშნულ წამალს იღებდნენ, შვილები დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში უკვდებოდათ. ძალიან ბევრი ბავშვი იბადებოდა განუვითარებელი, დეფორმირებული, ხშირად კი, კიდურების გარეშე. ასეთი ბავშვების დაბადება მშობლებისთვის შოკისმომგვრელი იყო. ასობით ბავშვს სამშობიაროშივე ტოვებდნენ.

თავდაპირველად წამლის გაყიდვა შეწყვიტა გერმანიამ, შემდეგ კი, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. 1961 წელს თალიდომიდიდზე თითქმის ყველამ უარი თქვა, გარდა იაპონიისა და იტალიისა. ამ ქვეყნებში საშიში აბების გაყიდვა 9 თვით უფრო გვიან შეწყვიტეს.

როგორც აღმოჩნდა, ამ წამალზე ცდები, როგორც წესი, ცხოველებზე ტარდებოდა და მისი ზემოქმედება ცხოველებზე გაცილებით ნაკლები იყო. ზუსტად ამიტომ არ აჩვენა ცდებმა აღნიშნული უკუჩვენებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები