“რომ მიუვარდები ადამიანს, გინებას დაუწყებ, ეტყვი – რომ რუსი ხარ, მოღალატე ხარ, „კაგებეს” აგენტი ხარ და ის პასუხს გაგცემს, თქვენთვის ეს არის ძალადობა” – ვოლსკი

„მოძალადეებს ეძახით ადამიანებს, ვინც დგას და თავს ესხმიან. რაც არ უნდა ვიდეო მაჩვენოთ, არ არის დამარწმუნებელი”, – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, როცა ადამიანის წყობიდან გამოყვანას, სროლას, გინებას სპეციალურად აორგანიზებ, “იქიდან პასუხი იქნება”.

“ასე რომ მიუვარდები ადამიანს, გინებას დაუწყებ, ეტყვი რომ რუსი ხარ, მოღალატე ხარ, „კაგებეს” აგენტი ხარ და ის პასუხს გაგცემს, თქვენთვის ეს არის [ძალადობა]. ეგ სიმღერა მგონი თქვენ და მაგათ ყველას ერთად გეკუთვნით, თავისი შინაარსიც და 10-ჯერ მეტიც. როცა ადამიანის წყობიდან გამოყვანას, სროლას, გინებას სპეციალურად აორგანიზებ, იქიდან პასუხი იქნება. თქვენი მიზანია ისიც რომ მეკითხებით და გინდათ, რომ წყობილებიდან გამომიყვანოთ, მაგრამ ვერ მიაღწევთ. თუ ვინმე მოძალადეა – ხართ თქვენ, თქვენი გუნდი, „ოლეთა“ ჯგუფი და სექტა, ტერორისტული აქციების მომწყობი – ფიზიკური იქნება ეს თუ მორალურ-ფსიქოლოგიური, დიდი განსხვავება არ აქვს. არც ფიზიკურისგან იკავებთ თავს, პირიქით ახალგაზრდებს მოუწოდებთ, რომ სისხლი დაღვარონ, ტერორისტები ხართ შინაარსით და აზრით, ეს არის ტერორიზმი – თქვენ ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებთ იმ მიზნის მისაღწევად, რაც გაგაჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები