საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბერძნული სეისმოლოგიური ინსტიტუტის ცნობით, ბიძგების სიძლიერე რამდენიმე რეგიონში ძლიერად იგრძნობოდა, მათ შორის დედაქალაქ ათენშიც.
მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვის მახლობლად, ნეა სტირასა და სკინიას შორის, ზღვის დონიდან დაახლოებით 13.6 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
მომხდარის შედეგად მსხვერპლი ან მნიშვნელოვანი ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.