გია ვოლსკი – ვერ წარმომიდგენია, ყოფილი ან მოქმედი წევრი იმდენად დაეცეს, ხაბეიშვილს და „ოლეთა სექტას“ შეეხიდოს
„ვერ წარმომიდგენია, გინდ ყოფილი, გინდ მოქმედი წევრი იმდენად დაეცეს, რომ ხაბეიშვილს და „ოლეთა სექტას“ შეეხიდოს, მაგრამ უშველებელი დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი, რომ გადაწყვიტოს, პოლიტიკა თავშესაფრად გაიხადოს,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ხაბეიშვილი რა როლს ასრულებს? რა მოწოდებაა, რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს? „ნაცებმა“ ეს ქვეყანა გაწირეს, რა ხდება? განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან რა უნდათ? ალბათ, რაღაც ისეთი თემაა, რომლის სცენარი გარკვეულ ამოცანებს შეეხება. ადამიანმა უშველებელი შეცდომა უნდა დაუშვას, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჩაერთოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.