ქარელში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო

ქარელში, თამარ მეფის N60 -ში საცხოვრებელი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,სამოცბინიანი”-ს სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქარელის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 სადარბაზოს რეაბილიტაცია. მოეწყობა მეტალოპლასტმასის ფანჯრები და ვიტრაჟები, შეიფითხებაკედლები, მოეწყობა შესასვლელი ლითონის კარი, სადარბაზოს ბაქნებზე კერამიკული ფილის იატაკი და შეიღებება კედლები.

რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში მოქმედი „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის თანადაფინანსების” პროგრამის ფარგლებში.

სამუშაოებს ასრულებს ი.მ ,,პაატა ხაჭაპურიძე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები