საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლუქსემბურგელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლუქსემბურგელ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილის და ჟან ასელბორნის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.

შეხვედრაზე აღინიშნა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური, ასევე, სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იკავებს ადგილს საქართველოს ინვესტორი ქვეყნების ათეულში.
მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით შესაბამისი სექტორების წარმომადგენელთა ჩართულობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები