ენების ევროპული დღის ფარგლებში „ეჟენი გრანდეს“ ჩვენება გაიმართება
22 სექტემბერს, 20:00 საათზე, „მზიურში“ ფრანგული მხატვრული ფილმის – „ეჟენი გრანდეს“ ჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჩვენება ენების ევროპული დღის ფარგლებში ევროპული ფილმების კვირეულში მიმდინარეობს.
„ფელიქს გრანდე სომურში, საკუთარ მოკრძალებულ სახლში, სადაც მისი ცოლი და ქალიშვილი ეჟენი სევდიან და უინტერესო ცხოვრებას ატარებენ, ბატონივით ცხოვრობს. გამორჩეულად ძუნწი გრანდე არ სწყალობს ახალგაზრდებს, რომლებიც ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ერთმანეთს ეცილებიან. არაფერი უნდა დაემუქროს იმ უზარმაზარ ქონებას, რომელსაც იგი ასე გულმოდგინედ მალავს.
გრანდეს ძმისშვილის, ობოლი და გაკოტრებული პარიზელი მომხიბვლელი ყმაწვილის, ჩამოსვლა ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ეჟენის სიყვარული და გულუხვობა ბიძაშვილის მიმართ, ფელიქს გრანდეს უსაზღვრო რისხვას გამოიწვევს. ქალიშვილთან დაპირისპირებისას, იგი, როგორც არასდროს, მზად არის, გაწიროს ყველაფერი სიმდიდრის სანაცვლოდ, საკუთარი ოჯახიც კი …
ფილმი გადაღებულია ბალზაკის ნაწარმოების მიხედვით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.