ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – ივანე აბაშიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. უზბეკეთის მხარე საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებით, ასევე, ადგილობრივი პორტების ინფრასტრუქტურით, მათი ოპერირების სპეციფიკითა და მიმდინარე განვითარების პროექტებით დაინტერესდა.
“უზბეკეთის დელეგაცია ადგილობრივ საპორტო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, APM Terminals ფოთის, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობას გაეცნო”, – წერია ინფორმაციაში.