კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები გრძელდება
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქალაქ ბრაზილიასა და რიო-დე-ჟანეიროში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის – „რუსთავის“ კონცერტები ჩატარდება.
„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება:
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის მაღალი დონის შეხვედრები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება
ხელი მოეწერება საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.
ღონისძიებები ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.