“2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ
გამოვლენილია სავარაუდო სამართალდარღვევის 170 ფაქტი,
საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე”, – ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს
უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან
სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე.
“33 საქმიდან 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო, 2 შემთხვევაში – სიტყვიერი შენიშვნა”, – აღნიშნავენ შსს-ში.