ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდა.

დირექტორმა ტრენერებს სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და განვითარების პერსპექტივები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობებზე.

თავის მხრივ, ტრენერებმა საკუთარ გამოცდილებაზე, სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს მარიამ კობიაშვილმა ტრენერებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები