“გვინდა, რომ სამეზობლოში – ირანი იქნება, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვის თუ კასპიის ზღვის იქით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

“გვინდა, რომ სამეზობლოში – ირანი იქნება, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვის თუ კასპიის ზღვის იქით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს – დასრულდება რუსეთის ოკუპაცია საქართველოში? რა თქმა უნდა, ჩვენ გვენდომება, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთთანაც გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

კერძოდ, ის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიხეილ ყაველაშვილის წასვლას გამოეხმაურა.

„საქართველო არ შეიძლება იყოს ვიღაცის ვიწრო იდეოლოგიური ან ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ტყვეობის ქვეშ.

საქართველოს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უფლება აქვს, რომ მის სამეზობლოში ან უფრო ფართო რეგიონშიც ჰქონდეს ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან. იმ სახელმწიფოსთან, ვინც არის გაეროს წევრი, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მითუმეტეს ვინც ჩვენი მეზობელია.

აქედან გამომდინარე, გვინდა რომ სამეზობლოში, ირანი იქნება, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვის თუ კასპიის ზღვის იქით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს. დასრულდება რუსეთის ოკუპაცია საქართველოში? რა თქმა უნდა, ჩვენ გვენდომება, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთთანაც გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა.

ასე რომ, საქართველოს ურთიერთობათა ჭრილი არ შეიძლება იყოს უკიდურესად ვიწრო. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ცდილობს, თავისი ეროვნული ინტერესები რაც შეიძლება ფართო ასპარეზზე დაიცვას და გაავრცელოს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები