ევროპელ ავტორთა გაერთიანება „Kogge“-ს წლის ავტორის ჯილდოს მფლობელი – ირმა შიოლაშვილია

ევროპელ ავტორთა გაერთიანება „Kogge“ წლის ავტორის ჯილდო ირმა შიოლაშვილს გადასცა. ამის შესახებ მწერალთა სახლი ავრცელებს ინფორმაციას.
„სიხარულით გაცნობებთ, რომ ევროპელ ავტორთა გაერთიანებამ – „Kogge“ – წლის ავტორის ჯილდო ქართველ პოეტს, ირმა შიოლაშვილს გადასცა!
ევროპელ ავტორთა გაერთიანება 1924 წლიდან არსებობს გერმანიაში და რამდენიმე წელიწადში ერთხელ გადასცემს წლის ჯილდოს ერთ ევროპელ ავტორს.
ქართველი ავტორის დაჯილდოება წელს, 18 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ შტაინში გაიმართება.
პოეტს ფულად ჯილდოს და სიგელს ქალაქის მერი გადასცემს.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ირმა შიოლაშვილის გერმანულენოვანი შემოქმედებითი საღამო გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები