კულტურის სამინისტრო, მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

კულტურის სამინისტრო მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ცნობილ მსახიობს, მიხეილ (მიშა) გომიაშვილს მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში – „მამა“ და „ART-ხელოვნება“. ის 1996 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, ასევე, თამაშობდა „მეტეხის თეატრის“ სცენაზე.
აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლები თეატრში: პროფესორი (ამელი ნოტომი „საწვავი”, რეჟისორი თათა პოპიაშვილი), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია”, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე , „განდეგილი” , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი „მარატ-სად”-ის მიხედვით „დირექტორი აბაზანაში”, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი, უბედურება” რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი „თოვლივით თეთრი თოვლი”, რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი „მამა”, რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში – „მამა“ და „ART-ხელოვნება“.
მან ასევე, ბევრი სახასიათო და მნიშვნელოვანი როლი შექმნა ქართულ კინოში:
„ხაფანგი”,
„ბედიანი”,
„სიყვარული ვენახში, (გიორგი), ,,ძვირფასო მ”,
„ანთიმოზ ივერიელი”,მსახიობი (მავროკორდატი),
„ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა”,
„არის ასეთი ქვეყანა”,
„6 და 7” (მისტიკური დრამა ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე),
„მთვარიანი ველის სერენადა”,
„პირველი, ღმერთის შემდეგ”, ,,ორი მუსიკოსი”, ,,კონფლიქტის ზონა” (გასეირნება ყარაბაღში 2) მღვდელი),
„რენე მიდის ჰოლივუდში”,
„უშენოდ მგონი მოვკვდები”,(რომა), ,,დარჩი ჩემთან”,
„ყველა წავიდა” – (დალაქი),
„პრეზიდენტი” – (პრეზიდენტი);
„თვე, როგორც ერთი დღე”,
„მტრები”,
„მძევლები” – (თენგიზი),
„კახეთის მატარებელი” – (მიშა, მამა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები