“ისკანდერების” დეფიციტი, მოძველებული რაკეტები, “კალიბრის” დაზოგვა” – უკრაინის დაზვერვამ მტრის დარჩენილი რესურსი გამოთვალა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ აგრესორ ქვეყანას “ისკანდერების” დეფიციტი აქვს.
ამის შესახებ ვიდეომიმართვაში თქვა.
„ისკანდერების” დეფიციტი აქვთ, 200-ზე ნაკლები დარჩათ – ეს რეალობაა. “ისკანდერებს” უკვე ძალიან იშვიათად იყენებენ. ბოლოს აგვისტოში ბელარუსის ტერიტორიიდან კიევის რაიონის მიმართულებით გამოიყენეს”, – თქვა მან.
სკიბიცკის თქმით, რაკეტების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იყენებს ამჟამად რუსეთის ფედერაცია.
„დავთვალეთ S-300 – ეს არის რაკეტებია, რომლებიც მათთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახება, მათი უმეტესობა 35-40 წლის არის. რეალურად, ისეთი რაკეტაა, რომელიც უკვე ამოღებული უნდა იყოს მოხმარებიდან. მაგრამ მათ ამუშავებენ, დაახლოებით, 7 ათასი აქვთ“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, რაკეტების ჩამოწერის ნაცვლად, მათ უკრაინაში იყენებენ.
„თუ გამოთვლით, რამდენს იყენებენ, მაშინ ეს რაკეტები კიდევ სამი წლის განმავლობაში ეყოფათ“, – თქვა მან.
რაც შეეხება “კალიბრის” სისტემას, მათ შეეძლოთ წელიწადში 150-180 რაკეტის წარმოება.
„და იმ მარაგს, რაც აქვთ, უკვე ზოგავენ, რადგან კომპონენტების, დაახლოებით, 70% რუსული წარმოების არ არის“, – თქვა მან.