რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლის აკრძალვა ძალაში 19 სექტემბერს შევა, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ტალინში მთავრობის პრესკონფერენციაზე.
“ეს ეხებათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ესტონეთის მიერ გაცემული ვიზები აქვთ, ასევე – ვიზები, რომლებიც გაცემულია ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი ასევე დააწესებენ აკრძალვას ამავე დროიდან”, – თქვა მან.
რეინსალუმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ ჩავიდნენ ესტონეთში შენგენის ვიზებით.
“აქ არ გელოდებიან!” – აღნიშნა ესტონელმა დიპლომატმა.