ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

 

ამის შესახებ LIGA.net-ს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგი ნიკიფოროვმა განუცხადა.

 

Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ბლინკენი უკრაინისა და 18 სხვა ქვეყნისთვის, რომლებსაც შესაძლოა, რუსეთის აგრესია დაემუქროს, 2 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დაფინანსების გამოყოფის შესახებ განაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები