მიუხედავად შეერთებული შტატების პოზიციისა, უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ჩვენ მოვითხოვეთ და მოვითხოვთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას. მხოლოდ იმიტომ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის მზად ამ გადაწყვეტილების მისაღებად, არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებენ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ რუსეთი იყოს აღიარებული ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებამ შესაძლოა შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა და ზიანი მიაყენოს მის ჰუმანიტარულ ძალისხმევას.