საქართველოს კალათბურთის ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე ბულგარეთთან ანგარიშით 80:92 დამარცხდა.
ტურნირის მეოთხე მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ერთი გამარჯვება და სამი მარცხი დაუგროვდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველო ხვალ, 21:00 საათზე, მონტენეგროსთან გამართავს.