Reuters: ბაიდენი მხარს არ უჭერს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარებას.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა აღიარებული რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა: „არა“.

ივლისის ბოლოს აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს – რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს საქართველოში, ჩეჩნეთში, სირიასა და უკრაინაში მისი ქმედებების გამო.

რუსეთში დაიმუქრნენ, რომ ასეთ შემთხვევაში აშშ-სთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები