ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარე გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე გზების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარი ზღვის უბნის IV მიკრორაიონის XI კორპუსთან იგება. აღნიშნულ მისამართზე წყალარინების მოძველებული ქსელი შეიცვალა და საგზაო ინფრასტრუქტურა 2 270 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ. გამგებელი და საკრებულოს წევრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის შესახებ ისაუბრეს.

„ნაძალადევის რაიონში აქტიურად ვაგრძელებთ საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოწესრიგებას. დღეს ზღვისუბნის IV მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც საგზაო სამუშაოების დაწყებამდე სრულად შეიცვალა წყალარინების ქსელი და კაპიტალურად კეთდება გზა. ამ პროექტით 85 ოჯახს მოუგვარდება ინფრასტრუქტურული პრობლემები. ასფალტის დაგება დღეს დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.
მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გზის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 210 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები