მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა

მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „რუსთაველზე“ მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა.

როგორც “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მგზავრები სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე ვერ გადაადგილდებიან.

„მგზავრებს ვემსახურებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ სადგურის მოედნამდე. მეტროსადგურ სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე დროებით ვერ გადაგვყავს მგზავრები”, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები