ტაქსების საცობი მოსკოვში – ჰაკერებმა ათობით თავისუფალი ტაქსი ერთ მისამართზე გამოიძახეს

ჰაკერებმა მოსკოვში ათობით თავისუფალი ტაქსი ერთ მისამართზე გამოიძახეს და ტაქსების საცობი გამოიწვიეს, – ინფორმაციას რუსული მედია “ტასს” ავრცელებს.

​”მძღოლებმა ყალბი შეკვეთების გამო დაახლოებით 40 წუთი გაატარეს მოძრაობაში. კომპენსაციის საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. ახლა ტაქსის მანქანებმა უკვე დატოვეს საცობების ზონა და ჩვეულ რეჟიმში ასრულებენ შეკვეთებს”, – აცხადებენ კომპანია Yandex-ში.
კომპანიაში ასევე განმარტეს, რომ მათ ალგორითმში არსებული შეცდომა უკვე გამოასწორეს და მსგავსი თავდასხმა ვეღარ განხორციელდება.

შემთხვევა პირველ სექტემბერს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები