“ისევ ერთად შეჯგუფებული, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აპირებენ, ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ” – ბიძინა გიორგობიანი
“ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ, ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ მიზანია, რომ დააზიანონ საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან, სხვა ქვეყნებსა და ევროკავშირთან.
“იცით თქვენ, როგორ მუშაობენ მათი ლობისტები ბრიუსელში. ამიტომ ეს არ არის არც პირველი და სამწუხაროდ, ალბათ, არც უკანასკნელი“, – აღნიშნა გიორგობიანმა.